“თუ არ ჩაკეტავთ ქვეყანას მალე, ერთი-ორი ბიზნესმენის გამო ან ადამიანის რომელსაც გონია, რომ ეს არ არის სერიოზული – ამისთვის ყველანი დავისჯებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მე ამას არ ვამბობდი სანამ არ მქონდა მტკიცებულებები. მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო. დაიწყო იმ ქვეყნებში სადაც იყო პირველი ტალღა ძლიერი. საქართველოში პირველი ტალღა არ ყოფილა. იმ ქვეყნებში სადაც პირველი იყო დაიწყო რეინფიცირება. ანუ ეს ნიშნავს, რომ ვისაც ჰქონდა კოვიდი ხელახლა დაემართა.”
გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში.
“პალიტრანიუსი”