ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰაკერებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ომი გამოუცხადეს (ვიდეო)

 

 

ჰაკერების ჯგუფმა „ანონიმუსმა“ გამოუცხადა ომი „ისლამურ სახელმწიფოს“ პარიზის ტერაქტების გამო.

ისინი ტერორისტებს  ემუქრებიან „დაგველოდეთ“.

ვიდეოში ნიღბიანი ადამიანი ფრანგულად საუბრობს:

„ჩვენ  გიპოვით თქვენ, ჩვენ დავიწყებთ თქვენს წინააღმდეგ უდიდეს ოპერაციას, ელოდეთ მასიურ კიბერ დარტყმებს. ომი გამოცხადებულია, „მოემზადეთ.“

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის რაც ჰაკერები „ისლამურ სახელმწიფოს“ ემუქრებიან. მათ მსგავსი მუქარები გაავრცელეს იანვარშიც „შარლი ებდოს“ ტერაქტის შემდეგ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 13 ნოემბრის ტერაქტებზე საფრანგეთში.

იტვირთბა....