საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი აქტივისტები იმას აპროტესტებენ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
„ისინი იყვნენ ამ დარბევის ორგანიზატორები და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. შემდეგ მათ აყვნენ ფედერაციის თანამშრომლები. 10-12 კაცი იყო და გამატებით გვცემდნენ. ჩვენ შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მინდოდა, რომ ფედერაციაში შევსულიყავი და ბატონი კობიაშვილისთვის წიგნი გადამეცა, რაზეც განმიცხადეს, რომ კანცელარია დაკეტილია და ზოგადად ფედერაცია არ მუშაობს. ამ დროს თვითონ გამოვიდნენ ფედერაციიდან და ვკითხეთ ისინი რატომ იმყოფებოდნენ იქ, თუ ფედერაცია არ მუშაობს. ამ შეკამათების მერე ცქიტიშვილი იყო პირველი ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა.