უკრაინის სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად “მაღალოს” ეხება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ცნობილ ავტორიტეტს. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი გამოცემა “პრაიმ-კრაიმი” ავრცელებს.
“მაღალო” რამდენიმე ხნის წინ კიევში, ერთ-ერთ სახლში დააკავეს, რომელიც კარგა ხანია ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობა მიეღო, თუმცა ქართველ კრიმინალური ავტორიტეტს უარი უთხრეს.
ცნობისათვის: დაკავებულს უკრაინის სამართალდამცველი უწყება კიევის ერთ-ერთ რაიონში, ბიზნესმენზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობას ედავება, რა დროსაც, თავდამსხმელებმა მეწარმეს 150 ათასი ამერიკული დოლარი გამოსძალეს.