ერთა ლიგის ფლეი ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან შეხვედრის შემდეგ, გუნდიდან წავა.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა.