ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება.

როგორც მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში.

„განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. იმედი მაქვს, საბოლოოდ მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა ბაქრაძემ

იტვირთბა....