ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიიღებს თუ არა ამ მოსახლეობა ზამთარში კომუნალურ ვაუჩერს?

გაგრძელდება თუ არა კომუნალური სუბსიდირების პროგრამა და მიიღებენ თუ არა თბილისელები შეღავათს ელექროენერგიაზე. ანუ, მიიღებს თუ არა ვაუჩერისმაგვარ ქაღალდს მოსახლეობა, რომლის პრაქტიკა, ახლო წარსულში, უკვე არსებობს?
წინა ხელისუფლების დროს კომუნალურ ვაუჩერს იღებდა თითოეული ოჯახი. ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა დაფინანსების სახე და კატეგორიებად დაყო ოჯახები.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების სამსახურში გვითხრეს, წელს თბილისის მერია მატერიალიზებულ ვაუჩერს არ გასცემს. თბილისის მერიას აქვს კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში (იანვარ-მარტი და ნოემბერ-დეკემბერი), აბონენტის ნომერზე ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადზე შეღავათის ავტომატური ასახვა ხორციელდება.
„თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი ზამთრის სეზონზე (5თვე), ისევე როგორც გასულ წელს იყო, მიიღებს – ერთ სულიანი ოჯახი 14,1 ლარს, ორ სულიანი -16,60 ლარს, სამ სულიანი – 19,10 ლარს და ოთხი და მეტსულიანი – 21,6 ლარს“. -ნათქვამია მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ანუ მათ ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, ისინი ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით მიიღებენ ფულად დახმარებას 420 ლარის ოდენობით.
2015 წლის კომუნალური სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, თბილისის ბიუჯეტში 47 295 500 ლარია გამოყოფილი.
ჩვენ ვესაუბრეთ საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ სევდია უგრეხელიძეს.
მისი თქმით, კარგია როცა დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს კომუნალური გადასახადების სუფსიდირებას.
„ბედნიერებაა, რომ საერთოდ დააბრუნეს ჩვენი პროექტი. მაგრამ ჩვენ ვითხოვდით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაძვირების კონპენსაციას, 12 ლარით დახმარებას. სულ ამისთვის, თბილისის ბიუჯეტიდან 2 მლნ. ლარი უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ მერიამ ხალხს წაართვა ეს ფული და თვითონ ჩაიჯიბა.“ – განაცხადა უგრეხელიძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, თბილისის მერიამ გაზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება და გახადა 420 ლარი, თუმცა ეს მოხდა ელექტროენერგიის გაძვირებამდე. შემდეგ მოახდინეს დიფერენცირება და კატეგორიებად დაყვეს ოჯახები. წელს საერთოდ ამოღება უნდოდათ კომუნალური ხარჯების სუფსიდირებისა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ დაებრუნებინათ სუფსიდირების პროგრამა.
რაც შეხება 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტს უგრეხელიძის თქმით, მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ორი ახალი სოციალური პროგრამა დაამატა, რომელსაც ჯერ საკრებულოს წევრები არ გაცნობიან.

იტვირთბა....