„ჯერ გაციება დამეწყო… შემდეგ, კანფეტი მაქვს მძაფრი მენთოლიანი არომატით, რომ გავსინჯე, ნელ-ნელა გემო ვერ ვიგრძენი. მივხვდი, რომ სავარაუდოდ, კოვიდი მექნებოდა. მერე სუნიც ვერ ვიგრძენი. თუ დაგემართათ, ეს არ არის ტრაგედია. დღეში ორი საათი სწრაფი სიარული არის პირველი წამალი. თურმე ამ დაავადებას თან დაყვება სახსრების ტკივილი და მოქმედებს სისხლის შედედებაზე. ამიტომ, არ დაგეზაროთ ვარჯიში და სიარული.”
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.