ვრცელდება ფარულ აუდიო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ასახულია ცესცენტრალური საარჩევნო კომისიიდან რამდენიმე დღის წინ დემარშით წამოსული თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარი, მის ყოფილ თანამშრომელთან. აუდიო ჩანაწერს საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩანაწერი მას მესამე პირმა მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ ივანე ბურდული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ცესკოს თანამშრომელ ქალს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურიდან მის მსგავსად დემარშით წამოსვლას სთავაზობს. ჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს ესაუბრება და დიდი ფულის სანაცვლოდ მისი ნაბიჯის გამეორებას სთავაზობს.
ჩანაწერში ისმის ფრაზა, რომ გადახდილი იქნება ბევრი ფული:
“პრაიმტაიმი“ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ივანე ბურდულს დაუკავშირდა:
„ეს ჩემი ხმა არ არის, ეს არის სრული ფეიკი. ასეთი საუბარი არ შემდგარა. ამით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.
– დამონტაჟებულია, თუ საერთოდ არ არის თქვენი ხმა?
“სავარაუდოდ. ვერ გეტყვით. ეს ჩემი ხმა ნამდვილად არ არის. მე ვერ ვამსგავსებ ყოველშემთხვევაში. ალბათ დამონტაჟებულია.”
– იცნობთ იმ ქალბატონს, რომელიც ამ ჩანაწერში ფიგურირებს?
“ცხადია, ცესკოს თანამშრომელია.”
– არ გქონიათ მსგავსი საუბარი მასთან?
“არანაირი. მიმსგავსებული საუბარიც კი არ მქონია.”
წყარო “პრაიმტაიამი.”