ახალი ამბები მთავარი სამართალი

კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

73 წლის კოვიდინფიიცრებული მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმის თქმით, პაციენტს გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი კლინიკის მესამე სართულიდან გუშინ გადავარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია.

იტვირთბა....