საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 599-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 52 169-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი.