aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

ტოვებს თუ არა გრიგოლ ვაშაძე “ნაცმოძრაობას” – “მეტრონომმა” გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. არაოფიციალური განცხადებით, მიზეზი მის თანაპარტიელთან, ნიკა მელიასთან დაპირისპირებაა. როგორც წყარო For.ge-სთან ამბობს, ამ დაპირისპირებაში ვაშაძე უმცირესობაშია.

“მეტრონომმა” გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ვაშაძე პოსტს არ ტოვებს და რჩება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ.

“გრიგოლ ვაშაძე პარტია არ ტოვებს, იგი პარტიის თავმჯდომარეა და ინარჩუნებს ამ პოსტს” – განუცხადეს “მეტრონომს” პარტიის პრესცენტრში.

საქმე ეხება ვაშაძის იმ განცხადებას, რომელსაც ოპოზიციის უმრავლესობა გაემიჯნა. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მიმართა, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

თამარ შუკვანი

 

 

იტვირთბა....