იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობა ჰქონდათ, კორონავირუსი უფრო გაურთულდა. მისივე თქმით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად კვების დაბალანსება არის საუკეთესო გზა, ყველაზე ბუნებრივი და ადაპტირებული, მაგრამ კვებითი დანამატებიც, როდესაც სრულფასოვანი კვება შეუძლებელია, არაფერს დააშავებს. ამის შესახებ მან „იმედის დღის” ეთერში განაცხადა.
„არცერთი მიკროელემენტი ან ვიტამინი არ არის გარანტია, რომ ჩვენ კოვიდინფექცია არ შეგხვდება, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ამა თუ იმ მიკროელემენტის ან ვიტამინის დეფიციტი მეტად იყო ასოცირებული გართულებებთან ან დაავადების მძიმედ მიმდინარეობასთან.
ის კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, იგივე D ვიტამინთან და თუთიასთან მიმართებაში არ არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ საპავტიცემულო ჯგუფებისა და ქვეყნების მიერ არის შესრულებული. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი D ვიტამინის და თუთიის შემცველობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით უფრო რთული” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.