ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

პეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის კაპიტალური სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, სადაც საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

საგზაო სამუშაოები, რომლის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით ხორციელდება.

აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დასრულდება.

გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა ტრანსპორტის ახალი მოსაცდელები, ქვეითთა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნები.

 

 

იტვირთბა....