“ჩვენ კოლეგას და მეგობარს ეკა გაგუას აღმოაჩნდა კოვიდი. რისკ ჯგუფში არიან დედა და შვილი. დღეს, 11 ნოემბერს დარეკა ცხელ ხაზზე და ითხოვა ოჯახის წევრებისთვის ტესტების გაკეთება. შვილს მაღალი სიცხე აქვს, დედა რისკის ჯგუფია. პასუხად მიიღო მათ ჩაწერენ 20 ნოემბერს. სინამდვილეში კოვიდირებული საქართველოს რეალობა არის ეს. მიუხედავად გამოყოფილი მილიონობით გრანტებისა, სასუნთქი აპარატებით კი არა, ტესტებით ვერ უზრუნველყოფენ ადამიანებს.”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი