მთავარი ციტატა

“დიახ, უკან დაიხია”- ჟორჟოლიანი გიორგი ვაშაძეზე

“დიახ, უკან დაიხია. ჩაასწორა, ოქმებს რომ ასწორებენ, ისე. მოკლედ, შევთანხმდეთ რა იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი, რომელზეც მე ავღშფოთდი. ეწერა: ჩავანაცვლოდ ქუჩა ყველა დონის საკანონდებლო ორგანოების ტრიბუნით… ანუ ეს იყო რამაც გამაბრაზა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება გამყიდველი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაჯდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე და ბიძინა ივანიშვილის პირობებით, ამაში ვგულისხმობდით ყველას, მათ შორის, მამაჩემ ზურიკოსაც ვგულისხმობდი, პარტიის წევრი რომ ყოფილიყო.”

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ნაციონალური მოძრაობის” ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 

აღნიშნულით ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....