“ახლა რა ვქნათ 21-ე საუკუნეში, როცა ამ კაცმა(ივანიშვილმა) აგვახია არჩევნები. უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცვლა. არჩევნები არის გაყალბებული და ამას ხალხმა უნდა უპასუხოს მასობრივი მობილიზაციით.”
მიხეილ სააკაშვილი – ყოფილი პრეზიდენტი
ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.