ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.

„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ცნობისთის, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 17 ნოემბერს ეწვევა.

იტვირთბა....