კორონავირუსი ზედაპირებიდან არ გადადის. ის მხოლოდ სუნთქვით გადაედება. ამის შესახებ გერმანელი მეცნიერები საუბრობენ. კოვიდ-19-ზე კვლევა გერმანელი ვირუსოლოგის, ჰენრი კაშტრეკის მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ ჰაინსბერგის დაინფიცირებულთა სახლებში ჩაატარა. ეს ის ქალაქია, სადაც პანდემიის დასაწყისში, ყველაზე მეტი დაინფიცირებული იყო. სახლებში შემოწმებულ ზედაპირებზე, ცოცხალი ვირუსი ვერსად აღმოაჩინეს.
კოვიდ-19 სიცოცხლისუნარიანი ზედაპირებზე აღარ არის. ისინი მხოლოდ უსიცოცხლო მდგომარეობაში არიან კარის სახელურების, ლიფტის ღილაკების ზედაპირებზე, კიბის მოაჯირებზე. ამ კვლევის თანახმად არც კატები არიან მისი გადამტანნი. გერმანელი ვირუსოლოგების კვლევით აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი შესუნთქვით გადადის. მისი გადადების რისკი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ ლოკაციებზე იზრდება – რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ქსელებში, სალონებში.
პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე ცოცხლობდნენ, ისინი ტანსაცმელზეც აგრძელებდნენ არსებობას. თავდაპირველად გაკეთებული კვლევების მიხედვით კოვიდ-19 ქაღალდის ზედაპირიდან 3 საათში გაქრა. 2 დღე გაძლო მან ხისა და ტანსაცმლის ზედაპირზე, 4 დღე მინაზე და ქაღალდის ფულზე იარსება. კორონავირუსმა ყველაზე დიდხანს – 7 დღე გაძლო სამედიცინო პირბადის გარე ზედაპირზე.