aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვირუსი მართლაც არსებობს, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი”- მეუფე იობი, რომელსაც ვირუსის არსებობის არ სჯეროდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მროველ-ურბნელი მიტროპოლტმა იობი, რომელიც პანდემიის დასაწყისში ამბობდა, რომ ვირუსი არ არსებობდა, ახლა მრევლს ექიმების რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც  ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მეუფებ განაცხადა,  კორონავირუსით სასულიერო პირები არიან დაავადებულნი და ეს ვირუსი მართლაც არსებობს.

“ეს რეალობა არის. ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც მღვდელმთავრები, მონაზვნები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ ამით არის დაავადებული.

ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ: პირბადე, დისტანცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის.”- განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, აპრილში, ვირუსის პირველი ტალღის დროს, მიტროპოლიტი იობი სიცოცხლისთვის სახიფათო განცხადებებს აჟღერებდა და მრევლს ეუბნებოდა, ექიმებისთვის არ დაეჯერებინათ.

“ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, საგანგებო მდგომარეობა”, — განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

იტვირთბა....