ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტში შევა” – ჩარკვიანი

“მე ვიგულისხმე, მაგალითად, დავით უსუფაშვილი. გუშინ მოვუსმინე, ძალიან უკმაყოფილო იყო, ეს არის შეცდომაო. დიახ, ეს არ არის კარგი, მაგრამ უარესია, როდესაც თანხმდები სახელმწიფოს მიტაცების თემას. მე გუშინ დამრჩა შთაბეჭდილება, ვეყრდნობი მხოლოდ მის გამონათქვამს, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტში შევა. “ლელოს” სხვა პოზიცია აქვს, მაგრამ მან თქვა, რომ ეს არის შეცდომა, ისე თქვა, რომ დამნაშავეები ვართ ვინც შევა და ვინც არ შევაო. ჯერჯერობით, ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ დავით უსუფაშვილზე დამრჩა.”

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი.

ამის შესახებ მან “კურიერის” ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....