ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლა აეკრძალათ – ვისზე დაიშვება გამონაკლისი

საფრანგეთის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე.

ამგვარად, 11 ნოემბრიდან მხოლოდ შემდეგი მოქალაქეები დაიშვებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე:

  • საფრანგეთის მოქალაქე, ასევე მისი მეუღლე და შვილები;
  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ფლობს მოქმედ პასპორტს და მისი მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია ან რომელიც, საფრანგეთის გავლით, მიემგზავრება ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა ან რეზიდენტი, ასევე მისიმეუღლე და შვილები;
  • მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფლობს საფრანგეთის ბინადრობის ბარათს ან საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის გრძელვადიან მოქმედ ვიზას და რომლის მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია ან რომელიც, საფრანგეთის გავლით, ბრუნდება თავის საცხოვრებელში ევროკავშირის რომელიმე ან გათანაბრებულ ქვეყანაში;
  • მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 24 საათზე ნაკლებს დაჰყოფს ტრანზიტულად საერთაშორისო ზონაში.ოფიციალური პასპორტის მფლობელი პირი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თანამდებობას დაიკავებს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობაში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინა ან ოფისი საფრანგეთშია, ისევე როგორც მისი მეუღლე და შვილები, ან პირი, რომელიც საფრანგეთში ჩადის სამივლინებო ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაცემულია წარმომავლობის სახელმწიფოს მიერ;
  • ჯანდაცვის სფეროს უცხოელი პროფესიონალი, რომელიც Covid-19-თან ბრძოლაშია ჩართული ან ასოცირებული სტაჟიორის სტატუსით დაქირავებული პირი;
  • უცხოური ეკიპაჟი ან პერსონალი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადამყვან და გადამზიდავ ფრენებს, ან მოგზაურობს, როგორც მგზავრი, თავის საწყის ბაზაზე განლაგებისთვის;
  • უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებს;
  • ავტობუსის ან სამგზავრო მატარებლის მძღოლი ან ეკიპაჟის წევრი;
  • სავაჭრო ან თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი ან მმართველი პირი;
  • გრძელვადიანი ვიზის, მოკლევადიანი სასწავლო ან სტაჟირების (გარდა მოკლევადიანი კონკურსის ვიზისა) ვიზის მფლობელი სტუდენტი, ან 90 დღეზე ნაკლები პერიოდით მიმავალი სტუდენტი, რომელიც არის მოკლევადიანი ვიზებისგან გათავისუფლებული ქვეყნის მოქალაქე, ან არასრულწლოვანი მოსწავლე – მათ უნდა დაადასტურონ საფრანგეთში საცხოვრებელი ადგილის არსებობა;
  • საფრანგეთის სასწავლო დაწესებულების ან კვლევითი ლაბორატორიის მიერ დაქირავებული ან მიწვეული პროფესორი ან მკვლევარი, რომელიც მიემგზავრება სასწავლო და სწავლების მიზნებით;
  • მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფლობს გრძელვადიან ვიზას « passeport Talent » ან გრძელვადიან ვიზას « salarié détaché ICT », ასევე მისი მეუღლე და შვილები ;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საფრანგეთში ჩადის სახელმწიფო ან კერძო ჰოსპიტალურ დაწესებულებაში სამკურნალოდ.

მგზავრებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიაში შედიან, უნდა იქონიონ საბუთები, რომელიც მათ ამ კატეგორიისთვის მიკუთვნებას ადასტურებს, ასევე შემდეგი დოკუმენტები:

  • საერთაშორისო გადაადგილების ცნობა;
  • განცხადება, რომ მგზავრს არ აღენიშნება Covid-19-ის ინფექციის სიმპტომები.

აღნიშნული ცნობის ამობეჭდილი ან ციფრული ვერსია უნდა წარუდგინოთ სატრანსპორტო კომპანიებს, გასამგზავრებელი ბილეთის გამოყენებამდე. გარდა ჩვეული დოკუმენტებისა, ის ასევე უნდა წარუდგინოთ საფრანგეთის შიდა საზღვრებზე განხორციელებული კონტროლისას.

ამ ცნობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ბორტზე ასვლის უარი ავიაკომპანიის მხრიდან და, უკიდურეს შემთხვევაში, სასაზღვრო კონტროლისას, საფრანგეთის ტერიტორიაზე არ დაშვების გადაწყვეტილება.

11 ნოემბრიდან, საფრანგეთში შესვლის სურვილის მქონე ყველა პირმა თან უნდა იქონიოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენის ტესტის პასუხი. აღნიშნული ტესტი შესაძლოა მოთხოვნილი იყოს თვითმფრინავში ჩაჯდომისას”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პრაიმთაიმი

 

იტვირთბა....