გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის. სახლშია. ბოლო დღეებში სულ იყო აქციებზე – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია ბარამიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: გაკეთებული ორი განცხადების შემდეგ, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, რატომ არ ჩანს თავად ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.