ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჟურნალისტებს მიმართავს.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, ის პარტიის წევრი არ არის და ფიქრობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც “ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს არის კონფორმისტი და მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ თბილ სავარძელით იქნება მოტივირებული.”
“ჟურნალისტებო პარტიაში განხეთქილებაა რას ნიშნავს?
მე არ ვარ პარტიის წევრი. მე ვარ მოქალაქე ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ფიქრობს რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს არის კონფორმისტი და მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ თბილ სავარძელით იქნება მოტივირებული.
მესმის რომ ცივა, ნოემბერია, აგერ გათბობის საშუალებასაც არ გვალევენ ხალხს შეშისთვის იჭერენ, მაგრამ რას ვიზამთ. ვისაც ცივა თბილად ჩაიცვას.
პ.ს. მესმის რომ თანამებრძოლებში განსხვავებულ აზრებს მიჩვეული არ ხართ, მაგრამ რას ვიზამთ. ასეც ხდება”, – წერს ჟორჟოლიანი.