ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: დიალოგისას ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ

პარტია “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი ოპოზიციურ პარტიებში ცალსახად დიდია.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება უნდა იყოს, რადგან კრიზისი სწორედ არჩევნების შედეგების გაყალბებამ შექმნა.

„დიალოგი აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია. პირდაპირ გეტვით, დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ დიალოგისას ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ, რადგან ეს კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მოცემულობა ასეთია – დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება აბუჩად არის აგდებული! “ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიების მიმართ ქედმაღლური ლაპარაკი, კრიზისს აღრმავებს და ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....