მთავარი ციტატა

“ეს განცხადება არ არის შეთანხმებული პარტიასთან, ასეთი პოზიცია პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია”- წიკლაური

“ეს არ არის შეთანხმებული პარტიასთან. პირადად ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი ასეთი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომლითაც მიდიოდა აქამდე.”

ნუგზარ წიკლაური – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

ცნობისთვის,  “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....