ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წამალი, რომელიც კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ეფექტური აღმოჩნდა – კვლევა

მელატონინის (ჰორმონი, რომელიც ძილისა და სიფხიზლის ციკლს არეგულირებს) მიღება კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ კვლევა ამერიკელმა მეცნიერებმა MedicalXpress-ში გამოაქვეყნეს.

სპეციალისტებმა კლივლენდის კლინიკის პაციენტების მონაცემები შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ მელატონინის მიღება 30 პროცენტით ზრდის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შანსებს. ამასთან, აფროამერიკელებში ეს მაჩვენებელი 52-ს შეადგენს.

“ამასთან, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მელატონინის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს” – წერენ კვლევის ავტორები.

მეცნიერების თქმით, მელატონინის ამ დადებითი თვისებების სამეცნიერო დადასტურებისთვის მასშტაბური კვლევაა საჭირო.

წყარო: report.ge

იტვირთბა....