“ცუდი, დამაბნეველი იყო, მაგრამ ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას იმაზე მეტ მნიშვნელობას, ვიდრე აქვს. ცუდი ის იყო, რომ ჩვენ ვართ ხანგრძლივ ბრძოლაში. ცუდი იყო ერთი რამ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაო.”
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნულით ბობოხიძე “ნაცმოძრაობის” პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება.
ცნობისთვის, “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.