ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და “ფეისბუქ-პოსტს” აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას გაეხმაურა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.

„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....