“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას-სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან,ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად,-გრიგოლ ვაშაძე! ეს ამიტომ იყო დაკარგული ორი კვირა?! პარლამენტში შესვლას და საგამოძიებო კომისიის შექმნას თუ აპირებთ,ჩვენ რატომ ვიყინებით აქციებზე?! ამის იმედად ამარცხებს მიშა ივანიშვილს?! პარტაქტივის აზრი მაინტერესებს სხვა ლიდერებთან ერთად!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.