ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით”- “საია” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”(საია) 8 ნოემბერს ცესკო-სთან საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, აქციის დასაშლელდ სამართალდამცავების მიერ გამოყენებული საშუამებბეი კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

განცახდების თანახმად, პოლიციამ წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა რკინის ღობის მორღვევის მცდელობა მხოლოდ რამდენიმე აქტივისტს ჰქონდა და ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით.

„2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქცია „დაიცავი შენი ხმა“, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლა. ცესკოს წინ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილის მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის ერთეული მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა, ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამასთან, წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით. ასევე, შესაბამის ორგანოებს აქციის იმ მონაწილეებისგან, რომლებიც დამცავი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, ამ ქმედებების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. იმავდროულად, მათ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ,”- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი.

“მოგვიანებით, აქციის მიმდინარეობისას, საათზე მეტი დროის განმავლობაში, სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებდნენ. თუმცა, ამ პერიოდშიც აქციის მონაწილეების უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და კანონს მხოლოდ მცირე ნაწილი არღვევდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აღიარებული და გარანტირებული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი, ამასთან, შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რუსთაველის გამზირიდან  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული საშუალეების დროს დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი.

 

იტვირთბა....