ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფაშინიანს რეზიდენციიდან კომპიუტერი, საათი, პარფიუმერია და მართვის მოწმობა მოპარეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გუშინდელი ხმაურის შემდეგ, როცა მიღებული გადაწყვეტილების გამო სომხეთის მოქალაქეებმა სამთავრობო შენობაში შეჭრა სცადეს, რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი და სხვა ნივთები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერი საკუთარ გვერდზე წერს.

“პრემიერის რეზიდენციიდან მოპარულია კომპიუტერი, საათი, პირადი პარფიუმერია და მართვის მოწმობა. ეს, რა თქმა უნდა ჩემი ქვეყნის სახელით” – აცახდებს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

მოგვიანებით, ფაშინიანმა სომხეთის მოქალაქეებს მიმართა.

იტვირთბა....