სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო, მე მივიღე მძიმე გადაწყვეტილება როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენთვის ყველასთვის. მე ხელი მოვაწერე განცხადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად.
მე ეს ნაბიჯი გადავდგი სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს შექმნილ მდგომარეობას. ვფიქრომ, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში.
“ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა მანამ, სანამ თავს დამარცხებულად არ აღიარებთ. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულად და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანებისა და აღორძინების ხანის დასაწყისი.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და არ გავიმეოროთ წარსული შეცდომები.
მუხლმოდრეკილი ვარ ყველა ჩვენი დაღუპულის წინაშე. მე პატივს მივაგებ ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, მოხალისეს, ვინც სიცოცხლით დაიცვა და იცავს სამშობლოს. მათ თავგანწირვით გადაარჩინეს არცახი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, და ჩვენ გავიმარჯვებთ! არცახი ფეხზე დგას.
გაუმარჯოს სომხეთს! გაუმარჯოს არცახს!” – წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.
ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.