ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ესებუა სადღაც დარბის და ესენი შეშას დასდევენ” – ხოშტარია

“ხელისუფლებამ ისევ შეშაზე დაიწყო ნადირობა. ხელისუფლების სირცხვილია, რომ ესებუა სადღაც დარბის და ესენი შეშას დასდევენ. ცხადია ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია.”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვლიას” სამი აქტივისტი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. მარიამ დოლიძის განცხადებით, პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.

იტვირთბა....