მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. მარიამ გეგუჩაძის განცხადებით, პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
“სანამ შეშას კორპუსში შემოიტანდნენ, 4-მა ეკიპაჟმა გააჩერა და ჩამორთმევა სცადეს, მაგრამ აქტივისტებმა შეშა შენობაში შეიტანეს. ვიდექი და ვუსმენდი ათეულობით პოლიციელი, როგორ გეგმავდა სპეცოპერაცია “შეშას”. სირცხვილია, რომ ათეულობით პოლიციელი ცდება ოპერაცია “შეშაზე” – განაცხადა მოძრაობა “სირცხვლიას” წევრმა.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.