“კომენდანტის საათი,” რომელიც დღეს, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და 22:00 საათის შემდეგაც, ღამე პარლამენტთან დარჩება. მათ შორისაა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. “ევროპული საქართველოს” წევრები გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და სხვები.
ნიკა მელიას თქმით, ის დარჩება რუსთაველზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა დარჩეს. მელიას თქმით, ხელისუფლებას “ჭკუით უნდა ებრძოლონ.”
ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.