aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ვიღაცისგან წიხლი არ არის საწყენიო, ასე შევუთვლი, რაც მან იკადრა ჩემ მიმართ” – გამყრელიძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვიღაცისგან წიხლი არ არის საწყენიო, ასე შევუთვლი, რაც მან იკადრა ჩემ მიმართ,” – აღნიშნული განცხადება და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, ამირან გამყრელიძემ  მთა­ვა­რის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბის საპასუხოდ გააკეთა.

ამასთან, გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას დასძინა, რომ ექი­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან.

“იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მას. ერთ უბრალო ანდაზას ვიხმარ, ვიღაცისგან წიხლიო, არ არისო საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ. აი ასე შევუთვლი დღეს.

გუშინ, რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ. სულ ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ, არა ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. გუშინ დასმული იყო კითხვა ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, რა უნდა მექნა, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის, ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ, “მთა­ვა­რის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რმა, ნიკა გვა­რა­მი­ამ აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

“კოვიდის დროს, თან ამ სიცივეში, წყლის ჭავლით დარბევა გასროლის ტოლფასია!
სადაა ის სამი ფსევდო მუშკეტერი, სამარცხვინო სამი პერსონაჟი, სრულიად რომ გაფარჩაკდა პანდემიასთან ბრძოლაში და პარტიული აგიტატორობის გარდა ვერაფრით შევიდნენ ისტორიაში? სად ხართ ფარჩაკებო, არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!” – წერდა გვარამია სოციალურ ქსელში. 
იტვირთბა....