“ვერცერთს დაგავალდებულებთ აქ დარჩენას, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოთ” – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ამასთან, ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს 5:00 საათზე კიდევ ერთი აქცია დააანონსა.
“მე დამიჭერ, მე გამანადგურებ — მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა, ჩვენი ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.