ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალმა ვაქცინამ შედეგი აჩვენა, ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას!” – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუნბეგოვი  “Pfizer / BioNTech-ის” მიერ ფართომასტაბიანი კვლევის ჩატარების საკითხს ეხმაურება.

როგორც კულუნბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, ფართომასშტაბიანი კვლევების პირველი შუალედური შედეგების მიხედვით, Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.

„კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% – იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50% ზე იყო. ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას!

პ.ს. ანტივაქსერებს ორი საქმე გამოუჩნდათ დაემალნონ კორონას და აწ უკვე ვაქცინასაც“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

იტვირთბა....