აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნატო-ს ახალი მდივანი მარკ რუტე გახდა

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი მარკ რუტე დღეიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.

სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი 26 ივნისს დაუჭირა.

იტვირთბა....