სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ.” – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.