ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს:

“დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ.” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....