ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“7 ნოემბერი ხომ იყო უმძიმესი, მაგრამ აი რუსთაველზე მერაბიშვილმა რომ ჩამოიარა კმაყოფილმა, სახელმწიფო შედგაო ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი” – ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში, გუშინ ცესკოსთან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ, ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე.

მისივე თქმით, ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის.

“7 ნოემბერი ხომ იყო უმძიმესი, მაგრამ აი რუსთაველზე მერაბიშვილმა რომ ჩამოიარა კმაყოფილმა, ბედნიერმა და მოგვახსენა სახელმწიფო შედგაო ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი იმ დღეს.
ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე. და კიდევ უფრო იმიტომ რომ იყო ხალხი რომელიც კედელ კედელ დადიოდა სწორედ იმ გონორით და ემოციით როგორც იმ დღეს მერაბიშვილი.
მაგრამ ახალი დღე გათენდა და კიდევ უფრო ნათელია ამ კვირის მთავარ დილემებზე პასუხი.
1. როგორც პირველი წუთიდან ვამბობდი, ჯერჯერობით ნათელია რომ მანდატებზე და მეორე ტურებზე უარი იყო სიშლეგე;
2. გათვლა იმაზე რომ ამით ვინმე რამეს გაიგებდა მგონი წუხელ თვალნათლივ დავინახეთ არ იყო სწორი;
3. ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან რომ დარბევას ვიწყებთო ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი;
4. როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ულტიმატუმის რეჟიმში მუშაობს იქ სახელმწიფოებრიობაა პირველი მსხვერპლი და აგურ აგურ დაშალეთ აბა თქვენ იცით რაც დარჩენილია;
5. იქნებ გამოჩნდეთ ვინმე ვინც რეალურ ნებას აჩვენებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკის კეთების და დიალოგის კარს გააღებს. აზრიანი, კონსენსუსის ძიებით მოტივირებული დიალოგის;
6. გუშინ აქვიის დაშლა, იპოზიციის მიერ, (მომიტინგეებისთვის მოწოდება ღამე სახლში გაეთენებინათ) იყო სწორი, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იქნებ ეს გამოიყენოს ოცნებამ საწყისად;
7. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ მანევრი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს არ გაქვთ დარჩენილი. უფრო დიდი შეცდომების დაშვების შესაძლებლობა კი უსაზღვროა”, – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....