ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ყველანი ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ“, – ასე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გამოსავალი ახლი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმებაა.

„როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახლი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება“.- წერს დავით უსუფაშვილი.

 

იტვირთბა....