ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“7 ნოემბერს რომ იხსენებდა დღეს სახელისუფლებო მედია, 8 ნოემბერს ნებადართულია?” – ბესელია

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია გუშინ ცესკოსთან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება მოხდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

მისივე თქმით, ეს არის კანონის დარღვევა.

“არაპროპორციული ძალის გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების მიმართ!
ეს არის კანონის დარღვევა! 7 ნოემბერს რომ იხსენებდა დღეს სახელისუფლებო მედია, რა მნიშვნელობა აქვს უსამართლოდ ვინ იქცევა? 8 ნოემბერს ნებადართულია? პროტესტი ამ დროს არ გიჩდებათ? პ.ს უსამართლოდ ვინც იქცევა ის მარცხდება! თავს ნუ შეიწუხებთ ტყუილად აქ შემოვარდნით მორალისტი ბოტები , ლუსტრაცია იოლია და ეს გესლიც ვერ აღწევს მიზანს”, – წერს ბესელია.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....