ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსებში ოპოზიციის მიერ გუშინ ჩატარებულ აქციას ეხმაურება.

“მეტრონომი” პოლიტოლოგის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავზობთ.

“შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს…

შეთანხმების პროექტი:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირები, სახელმწიფოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:

1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს.

 

2. პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით.

3. ცესკოს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის, ან გირაოს გამოყენებით, გარდა მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).

ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობის და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი, საერთო თანხმობით, დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები.

 

ხელმომწერები:

ქართული ოცნება 48%

ოპოზიცია …………..52%” წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....