ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია ამ დრომდ ემიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. მომიტინგეები სპეცრაზმელებს თხოვნით მიმართავენ, ხელისუფლების ბრძანება არ შეასრულონ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნებ.
“მეტრონომის” რეპორტიოდი მთელი დღის განმავლობაში მუშაობს და აქციდან საინტერესო ფოტომასალას გვთავაზობს.
იმ ფონზე, როცა აქციის მონაწილეების უმრავლესობა სპეცრაზმელების მიმართ დიდი აგრესიით გამოირჩევა, ეს ფოტო ადამიანს უემოციოდ არ დატოვებს. ფოტოზე ჩანს სპეცრაზმელის თვალები, რაც ადამიანურ გრძნობებს იწვევს.