ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დაშავდა ჩვენი ოპერატორი – ოდესმე ხომ მაინც აგებთ ამის გამო პასუხს!” – ნოდარ მელაძე

“ტვ პირველის” გენერალური პროდიუსერი და ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ცესკოსთან აქცის დროს დაშავებული ოპერატორის შესახებ წერს და თან ფოტომასალას აქვეყნებს.

მელაძის განცხადებით, ასევე დაზიანებული კომპანიის კუთვნილი ტექნიკა.

“დამიზნებით მიუშვა წყლის ჭავლი ჟურნალისტების მიკროავტობუსზე არის ბარბაროსობა!!!!! დაშავდა ჩვენი ოპერატორი, დაზიანდა კამერები!!! ოდესმე ხო მაინც აგებთ ამის გამო პასუხს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძე.

იხ:ფოტო:

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....