ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მყოფი მომიტინგეები სპეცრაზმელებს თხოვნით მიმართავენ, ხელისუფლების დანაშაულებრივი ბრძანება არ შეასრულონ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნენ.
ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლის გაშვებაზე ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გასცა.
როგორც მომიტინგე “მეტრონომთან” ექსკლუზიურად აცხადებს, ამ წუთებში თალაკვაძე რესტორანში ქეიფობს და ხალხის დარბევაზე ბრძანებას იქიდან იძლევა.
“ახლახანს შემატყობინეს, რომ წყნეთში პარლამენტის თავმჯდომარე, პორტირებული ნაცი,უვიცი თალაკვაძე ქეიფობს, სუფრაზე ზის და სუფრიდან გასცა ბრძანება, რომ წყლის ჭავლით დაეშალათ აქცია. მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით და ჩვენ ხმებს ბოლომდე დავიცავთ,”- განაცხადა აქციის მონაწილემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაცავად წყლის ჭავლი უკვე მეორედ გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობასთან მობილიზებულ პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ და ღობის გარღვევას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რუსთავლის გამზირიდან ცესკო-ს ცენტრალური შენობისჯენ გადაინაცვლეს.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.