ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკოსთან აქციის დროს TV პირველის ოპერატორს თვალი დაუზიანდა

ცესკოსთან აქციის დაშლისას TV პირველის ოპერატორს თვალი დაუზიანდა. – აღნიშნული  ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ჩართვისას განაცხადა, რომ ოპერატორს ახლა სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორს დაზიანება იმ დროს მიაყენეს, როცა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

 

იტვირთბა....